რატომ ითხოვს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სასამართლოში მიყვანას ითხოვს.
სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სიმართლე მისგან უნდა მოისმინოს.
ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ტეგები:
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან