"ვითხოვ, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნონ" - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ითხოვს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვან.
მისივე თქმით, ეს ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.
"მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ყოველთვის ლეგიტიმურია. აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს, ამას სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში. სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება, ამიტომ ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით", - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“