აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების მეორე ტურის წინ მობილიზებულ სამხედრო შენაერთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები არეულობის შემოიტანასა და შიშის დათესვას ცდილობენ.
"არ დაგანგრევინებთ ქვეყანას" - მიმართა მან ოპონენტებს.
"ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა.
როდესაც მათ გამოგონილი,. არარსებული რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და დათქმა ჩაგვადებინეს იმ შეთანხმებაში, ხაზი გადაუსვეს ყველაფერს, მუნიციპალიტეტების არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს.
იციან, რომ აგებენ და კიდევ ერთხელ მივმართავ. იციან, რომ ქვეყანას აღარ დავაგნრევინეთ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ამათ ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში