"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" - აშშ-ის ელჩი
"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - ამის შესახებ საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია.
"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას", – განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში