სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად არის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, თუმცა შიმშილობას აგრძელებს.
ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება მიეცა.
"შიმშილობა გრძელდება, მას ექნება ექიმებთან კონსულტაცია და მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როგორც ანალიზურ ასევე, მედიკამენტოზურ ნაწილში. დღეს მოგვეცა მასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, ეს მისასალმებელია. გუშინ რაც მოხდა, ის უკანონო ქმედება დღეს იყო აღმოფხვრილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროტესტის უკიდურეს ზომაზე მიმართვა არ გახდება საჭირო ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სიახლეები
- მძიმე ავარია ზუგდიდში – დაღუპულია ორი ადამიანი
- “აშშ-მა ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა’ - პიტ ჰეგსეტი
- 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში ,,შატდაუნის" მიუხედავად
- მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ჭრილობა მიაყენა