ამ ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს - ნიკა მელია
თბილისის მერობის კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 30-ე დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას მოსაკლავი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ ჰყავს.
მელია ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც. მისი თქმით დღეს ამომრჩეველს შეუძლია პოლიტიკური დევნა და საზოგადოების სამოქალაქო გახლეჩის ეპიქა დაასრულოს.
"ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და არ ვიცი, კიდევ სხვების და სხვების ხელით. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ყველაფერთან ერთად, დავასრულოთ ისტორიული უსამართლობა. გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე და ასეც იქნება. უკვე გითხარით, რაც მაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს და რამდენიმე საათში ჩვენ ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ ისტორია დღეს დაიწერება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამით დიდწილად დასრულდება პოლიტიკური დევნა და საზოგადოების სამოქალაქო გახლეჩის ეპოქა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა