პარლამენტიდან 37 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეღარ მიიღებს
პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერმიღების საფრთხე იმ შემთხვევაში ემუქრება, თუკი საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ახლა პარლამენტი 149 წევრით არის წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და საკუთრივ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრის შემადგენლობით დარჩა. თუკი პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ ექვსი დეპუტატი გამოაკლდება, საარჩევნო სისტემასთან და ბარიერთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვერ მიიღებენ.
სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.
პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.
პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.
ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით