"მსოფლიოში აღიარებულია საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში" - ირაკლი ღარიბაშვილი
მსოფლიოში აღიარებულია საქართველოს წვლილი გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში; ჩვენს მამაც სამხედროებთან ერთად, ქართული დიპლომატიის დიდმა ძალისხმევამ გაზარდა ჩვენი როლი გლობალურ პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ნატო-ს ასპირანტი საქართველო ღირსეულად უდგას გვერდში პარტნიორებს და თავის წილ პასუხისგებლობას იღებს არსებული გამოწვევების დაძლევაში.
„ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს ბოლო, წარმატებული მისია ავღანეთიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში, მოგეხსენებათ, ამის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მორიგი აღიარება დავიმსახურეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სწორედ გლობალურ კონტექსტში ქვეყნის განვითარების სწორმა ხედვამ გვაქცია რეგიონში აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რამაც არსებითი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებასა და უსაფრთხო განვითარებაში. ეს პარტნიორობა დღეს მტკიცეა, როგორც არასდროს. ამასთან, მუდმივად ვეძებთ ახალ მიმართულებებს მის კიდევ უფრო განსავითარებლად, იქნება ეს ეკონომიკური კავშირები, სამხედრო თანამშრომლობა, ხალხთა შორის კონტაქტები თუ სხვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“