მისი შიმშილობა "ფეიკია", ჭამს და ფიზიკურად კარგად არის - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ისეთივე "ფეიკია", როგორც თავად სააკაშვილი.
მისივე მტკიცებით, ექსპრეზიდენტი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, რადგან ის საკვებს იღებს.
"ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად "ფეიკია" მისი შიმშილობა. ამის ვიდეო მტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. როგორი "ფეიკიც" არის მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე "ფეიკია" მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომაროებაშია მიხეილ სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჭამს" - აღნიშნა კობახიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა