ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევოლუციას - რომან გოცირიძე
რაც არ უნდა ყური მიადონ მიწას ივანიშვილმა და სხვებმა და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, როგორც ეს ცნობილ ფილმშია, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევოლუციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ხელისუფლების განცხადებებს ოპოზიციის დესტაბილიზაციურ გეგმებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი ციხის კადრების შემდეგ ყველა დარწმუნდა, თუ რა სახის ხელისუფლებასთან აქვთ საქმე.
"ამ ხელისუფლების სულელური განცხადებები რევოლუციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაზაფვრის მცდელობა, ახლა არავის აღარაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი გააცნობიერა. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვები ჰქონდა, დაინახა გუშინ ვისთან გვაქვს საქმე. არ ტყუვდება ეს ხალხი, რაც არ უნდა იძახონ "რევოლუცია", როგორც ცნობილ ფილმშია, რაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის