თუ სააკაშვილს რამე მოუვა, პასუხისმგებელი თავად იქნება - ანდრია ჯაღმაიძე
"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე მოუვა, ამაზე თავად იქნება პასუხისმგებელი“, - ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
დეკანოზის თქმით, სააკაშვილის შიმშლობა მისი პოლიტიკური ამოცანებით არის განპირობებული, ამიტომ პასუხისმგებლობა პროტესტის ამ ფორმის შედეგებზე მხოლოდ მას ეკისრება.
"მიხეილი შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას არ აშიმშილებენ, არ ავალდებულებენ შიმშლობას. ჩვენ, საპატრიარქომ, მას მოვუწოდეთ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეწყვიტოს. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება, არ არის ქრისტიანულად გამართლებული აქტი. უმკურნალეთ სათანადოდ სააკაშვილს და ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭრდება. მაგრამ რაც შეეხება სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა და ამაში ნუ ჩამრევთ“ - აღნიშნა დეკანოზმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საპატრიარქოს რეალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მათთვის მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია ხელმისაწვდომი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან