"შეიძლება, თავიდან დაიწყოს ცვლილებები" - როგორია სააკაშვილის მდგომარეობა
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, მისი რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება".
„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად არ იკვებება, ამას სჭირდება დრო, რომ გადავიდეს საკვების იმ რაოდენობაზე, რაც მისი ორგანიზმისთვისაა საჭირო, ამიტომ მედიკამენტების მიღება არის აუცილებელი. თუ ის შეწყვეტს მედიკამენტების მიღებას, რა თქმა უნდა, გაუარესდება რეაბილიტაციის პროცესი და შეიძლება, თავიდან დაიწყოს ის ცვლილებები, რაც მას კვების შეწყვეტის დაწყების წინ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. მდგომარეობა, ამ დროისთვის, შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, ის თავს ისევ სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, ის მკურნალობის კურსს შეწყვეტს.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“