"თუ სააკაშვილი საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში" - ლიზა იასკო
"ის უკეთესადაა, თუმცა, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"გუშინ, სასამართლოზე მოსმენილი ბრალდებების მიხედვით ირკვევა, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მოკვლა, ან წლობით მისი ციხეში გამოკეტვა სურს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ მაშინ უკრაინაში - ჩვენ გვჭირდება ის. უკრაინელები ყოველდღე ელოდებიან ახალ ამბებს და მეკითხებიან რას აკეთებენ ქართველები იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. მაშინ, როდესაც მას უკრაინაში პრობლემები ჰქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის,"- განაცხადა იასკომ.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“