იმედგაცრუებულები ვართ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, იმედგამაცრუებულია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ეს არ მოხდებოდა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
მისი თქმით, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ პროცესის დაჩქარება.
"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი, საქართველოს კონსტიტუციით, წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში.
შესაბამისად, რთული ასახსნელია, რატომ დაჩქარდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როცა იგივე ადამიანები პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.
იმედი მაქვს, ქართველები ასეთი რეფორმის საჭიროებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის