"პროცესს, რომელიც ზურაბიშვილმა დააანონსა, ვფიქრობ, შანსი უნდა მივცეთ"- სალომე სამადაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიღებაზე პოლიტიკური პარტიების მიწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება მოვლენები.
სამადაშვილი ფიქრობს, რომ „ამ პროცესს ოპოზიციამ შანსი უნდა მისცეს“.
„ვფიქრობ, პირველ რიგში, დღევანდელი მიღება არის ჟესტი მისი მხრიდან – ოპოზიციის დაპატიჟებაც და ჩვენი მხრიდან ვინც მიიღო ეს მოწვევა. დანარჩენს მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამ პროცესს ჩვენ შანსი უნდა მივცეთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“