ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატიც გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც არის განდგომილი ხალხისგან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს.
"ჩვენ ვართ შერიგებული ჩვენ ხალხთან, განსხვავებით ოპოზიციისგან, შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერს ანგარიში ეხებოდა ხალხის და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას, იმას თუ როგორ უნდა იზრუნო ხალხზე, სახელმწიფოზე, ქვეყანაზე. ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატიც გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც არის განდგომილი ხალხისგან.
რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და გზავნილი. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს და ჩაერთოს ამ პროცესში. ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული ყველა პროცესში. ეს მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და დამოკიდებულებას პროცესების მიმართ, ჩაერთვებიან იმ პროცესებში, რაზეც დღეს საუბრობდა მათ შორის პრემიერი, ეს იქნებოდა მათთვის და ქვეყნისთვის კარგი",- განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა