არ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის - წულუკიანი
კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, "ქართული ოცნება" არ იქნება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც "ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის".
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ის მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ანგარიშში გააჟღერა.
"მე ბევრ ანგარიშს დავსწრებივარ და ეს იყო პრემიერმინისტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანგარიში. გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერმინისტრმა თავის ხალხს და ქვეყანას უთხრა ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, არ ვიქნებით ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვინმეს უსამართლოდ თავს დაუხრის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ, მადლიერნი ვართ რა ჩვენი ამომრჩევლის, ვინც მორიგჯერ გამოგვიცხადა ნდობა, ვმართავთ ქვეყანას სწორედ ხალხის ინტერესისთვის, იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, მრავლად აწუხებს, დაწყებული ოკუპაციიდან, დასრულებული ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროებებიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა
სიახლეები
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა