"შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის აქამდე არ ყოფილა"
შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და სომხეთის დღევანდელი მთავრობების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და „მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს“.
„დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ, განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე და სწორედ ამ მიზნით და მოტივით შევიკრიბეთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მე გავაჟღერე „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, - მიმართა ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“