"გთხოვთ, დართოთ ნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, რომ მომინახულოს" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილ უწყებებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის მის მონახულებაზე თანხმობის მისაცემად განცხადებით მიმართა.
"გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დართოთ ნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, მომინახულოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე მიმართა. მან წერილში განმარტა, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".
ამათან, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან