"განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს"
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში, რომელიც მის პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.
„ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა.
განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.
საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ“, - აცხადებს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება