უკრაინაში შეჭრა იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი - რუსეთმა შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი მიიღოს - ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „ახალ ჩეჩნეთს“ რისკავს, რაც სისხლისღვრას და შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს გამოიწვევს.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
”უკრაინაში შეჭრა, რუსული პერსპექტივიდან, იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი საქმე”, - განაცხადა მან.
გუშინ ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. CNN-ის წყაროს ინფორმაციით კი, კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანის შესახებ აშშ-ს დაზვერვასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს.
სიახლეები
- მძიმე ავარია ზუგდიდში – დაღუპულია ორი ადამიანი
- “აშშ-მა ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა’ - პიტ ჰეგსეტი
- 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ტრამპმა ავიადისპეტჩერებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამსახურში ,,შატდაუნის" მიუხედავად
- მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ჭრილობა მიაყენა