ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? - ასეთი რამ არასდროს მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სიმპტომები ისევ აქვს, თუმცა მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.
„ჩემი დაავადება არ განიკურნებაო? ასეთი რამე არასდროს არ მომისმენია ჩემი შვილისგან და პირველად მოვისმინე. სიმპტომები არის. ექიმებს არ უშვებენ. ეს არ ვიცი, ჩემთვის აუხსნელია რატომ არ უნდა უშვებდნენ. პარლამენტარებს უშვებენ, თითქმის ყველას უშვებენ, ოჯახის წევრები შეიძლება და რატომ არ შეიძლება, ვთქვათ, პირადი ექიმი რომ შემოვიდეს? რა ხდება ვერ გამიგია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაზე, მისი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სრულად გაასაჯაროვოს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია, თუმცა ადრე მასთან ექსპრეზიდენტმა პენიტენციურ სამსახურში ცემის შესახებ ისაუბრა.
„მანამდე იყო იმაზე ლაპარაკი, რომ ურტყამდნენ, ფეხებს უმტვრევდნენ და თავში არტყავდნენ. ეს ფეხების მტვრევა მახსოვს მაშინვე თქვა და ახლა დღეს არაფერი უთქვამს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა