„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით იყო ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა დღეს ჩვენ, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება.
„პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული რეჟიმის მიერ. არა მხოლოდ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება არის ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ეს არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტონ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეჟიმი რეპრესიული ინსტიტუტების გამოყემებით სააკაშვილს, თუ როგორ მოექცა მას არაერთხელ და სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება საგამოძიებო კომისია. ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან, ვიმუშავებთ ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს ეს კომისია, ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება