გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება ამ დარგს.
„ოთარ შამუგია არის დევნილი სოხუმიდან. დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, წარმატებული მინისტრი იქნებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობ ეკონომიკურ გუნდთან, უახლოეს დღეებში და კვირების განმავლობაში საზოგადოებას ბევრ სიახლეს წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავდროულად, ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება