"გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს" - ვიოლა ფონ კრამონი
გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის 2021 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, სადაც საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
„მოლდოვა, თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთეს მდგომარეობაში არიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს ისეთი ავტორიტარული მეზობლებისკენ დაღმასვლას, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ლუკაშენკოს ბელარუსი“,- წერს ევროპარლამენტარი.
გამოცემა Economist-ის პარტნიორი კომპანიის, The Economist Intelligence Unit-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, „დემოკრატიის ინდექსის“ თანახმად, საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესდა და 10-ქულიან სისტემაში 5.31-დან 5.12 ქულამდე შემცირდა. საქართველო 167 ქვეყანას შორის, წინა წლის მსგავსად, 91-ე პოზიციაზეა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა