"პუტინს შავი დღე ელოდება, ადრე თუ გვიან ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა"
პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მტერი პუტინის ყველაზე ახლო წრე გახდება, ისინი იქნებიან ოლიგარქები, რომელთაგან ზოგმა ძარცვით და ზოგმა შრომით დააგროვა ქონება.
„ზოგიერთი „ფორბსის“ სიაშიც კი მოხვდა, ახლა ისინი პუტინმა გააკოტრა და რუსულ წუმპეში ჩაკეტა და ეს მილიარდელები ლონდონსა და ნიუ-იორკში ფრენის ნაცვლად იფრენენ პენზაში. ისინი ამ მდგომარეობაში პუტინმა ჩააგდო. რაღაც ეტაპზე საზოგადოებაც გამოფხიზლდება. სამხედროები ყოველდღე კატასტროფულ მარცხს განიცდიან, 12 ათასი მკვდარი ჰყავთ ორ კვირაში. ვხედავთ, მათი ტექნიკა როგორ გადაიქცა ჯართად. პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია." - აცხადებს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება