"რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია"
არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ეკლესიის ავტოკეფალია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, შესაძლოა ავტოკეფალიის აღდგენის გარეშე საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო არ ყოფილიყო.
„რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ არც დამოუკიდებლობის აღდგენა არ იქნებოდა. დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო. არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც უკრაინაში ხდება. რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ საკუთარი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა ყველა მორალური უფლება დაკარგა, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან