ზაალ უდუმაშვილი პარლამენტიდანაც მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთ მანდატს კარგავს, რადგან პარტიის საარჩევნო სია ჩახსნილია
ზაალ უდუმაშვილი პარტია „ნაცონალურ მოძრაობასთან“ ერთად პარლამენტის წევრის მანდატსაც ტოვებს.
უდუმაშვილი, პარტიის გარდა პარლამენტიდანაც მიდის.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრობა" მეორე მანდატს დაკარგავს, რადგან პარტიის საარჩევნო სია ჩახსნილია და უდუმაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ვერ შევა.
"ნაციონალური მოძრაობამ" ერთი მანდატი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად დაკარგა.
შეგახსენებთ, ზაალ უდუმაშვილმა დღეს პარტია "ნაციონალური მოძრობის" დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ის მედიაში გააგრძელებს საქმიანობას.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი