''სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს: „ძალა ერთობაშია"'' - კელი დეგნანი
დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს: „ძალა ერთობაშია“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმში მედიას განუცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის.
“უკრაინისადმი აღმოჩენილი უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება და მხარდაჭერა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხის გული ამ ბრძოლაში. რაც რეალურად საჭიროა, ეს არაა ქართველებს შორის არსებული ბრძოლა და დაპირისპირება, არამედ ქართველებს შორის ერთობა. ეს არის საკითხი, რის გარშემოც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის. ვიმედოვნებ, ისინი გვერდით გადადებენ მათ შორის არსებულ უთანხმოებებს ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ბრძოლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს „ძალა ერთობაშია“. ეს ისაა, რაც ახლა საჭიროა”, - აღნიშნა დეგნანმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში