''ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით''
ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის „ქართული ოცნების" სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აზრს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პიარისთვის კეთდება, რაში მონაწილეობაც მათთან ერთად მისთვის მისაღები არ არის. კითხვაზე, მაშინ რატომ არის მისაღები "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ პროცესში მონაწილეობა, როცა შედეგებს არც ამ პროცესისგან ელოდება, ხვიჩია აცხადებს, რომ მათთან მონაწილეობაც დისკომფორტს უქმნის, თუმცა მისი მიზანია ადამიანებს აუხსნას, „რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად".
„ჩემი თანხმობა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სხდომის მოსაწვევად პრეზიდენტს მიმართონ, მე უბრალოდ ვამბობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად სხდომის მოწვევა საკმარისი არ არის, კიდევ სხვა ქმედებებია საჭირო, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები დაარწმუნო. მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის კომუნიკაცია იყოს ახლა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, რითაც ვინმე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ. როცა იცი, რომ ეს არ მოხდება და შენ უბრალოდ სხდომის ჩატარებას ითხოვ, ამას იცი, რომ შედეგი არ ექნება, შესაბამისად, ამას აკეთებ პოლიტიკური პიარისთვის, „გვიტყდება" ასეთ რაღაცებში ჩვენს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა. ზედმეტი შემხებლობა ჩვენს კოლეგებთან „გვსვრის“ და არ გვინდა „გავისვაროთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ხვალ, საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი 2010“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბულგარეთში გამართავს
- “მადლობა ყველა იმ თბილისელს, ვინც მანდო ამ ქალაქის ბედი; არ დავიღლები იმაზე საუბრით, თუ რამხელა პატივია ჩემთვის, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს” – კახა კალაძე
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს
- როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა