''ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას '' - გერმანიის პრეზიდენტი
რუსეთი არა მხოლოდ სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, არამედ უკრაინის სახელმწიფოებრიობასაც კი გამოწვევის წინაშე აყენებს, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ გაიყოს.
„ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გავიყოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ გაერთიანებული ევროპის დიდი შრომა, რომელიც ასე იმედიანად დავიწყეთ, განადგურდეს.ეს ომი არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, ეს არის ჩვენი ღირებულებების საერთო საფუძველი და ჩვენი მშვიდობის წესრიგი. რუსეთი არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზღვრებს, ის არა მხოლოდ დამოუკიდებელი და სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს, არამედ უკრაინის სახელმწიფოებრიობასაც კი გამოწვევის წინაშე აყენებს“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა