''პუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირახტარის“ საწარმოს გახსნა შესთავაზა'' - მედია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის აღმასრულებელ საბჭოს წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს უპილოტო საფრენი აპარატების „ბაირახტარის“ მწარმოებელ კომპანია "ბაიკართან" თანამშრომლობა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk-ი ავრცელებს.
ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას „ბაირახტარის“ მწარმოებელი ქარხნის რუსეთში გახსნა შესთავაზა „მოდით “ბაიკართან“ ერთობლოვად ვიმუშაოთ“, - გაიმეორა მან პუტინის შეთავაზება.
"ბაირახტარის" მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა ჰალუკ ბაირახტარმა CNN International-ს უპასუხა, რომ მხარს უჭერენ „უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის“, ამასთან განაცხადა, რომ არასოდეს მიუწოდებიათ რუსეთისთვის მათი წარმოების დრონები და „მსგავს რამეს არასოდეს გააკეთებდნენ“.
დღეს 26 ივლისს გახდა ასევე ცნობილი, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს 5 აგვისტოს სოჭში შეხვდება.
სააგენტო "ანადოლუს" თანახმად შეხვედრის თემა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.
სიახლეები
- წიწიბურის კატლეტები
- ისრაელმა ისფაჰანში ირანის ყველზე დიდი ბირთვული კვლევითი ცენტრი დაბომბა
- “გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” - ბიძინა ივანიშვილი
- ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს ირანზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდოს