'' ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვაჩვენოთ, რა არის სწორი''
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციები თუ ვერ შესრულდება, ხელისუფლება ამას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს.
გოცირიძის თქმით, საპარლამენტო მუშაობისას ალტერნატიულ წინადადებებს წარადგენენ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს შესრულებული რეკომენდაციები და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს.
„გუშინ ნათლად ითქვა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა სხვაა და ოპოზიციის სხვა. ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მათ შორის საარჩევნო ბარიერის მიღებაზე. ხელისუფლება ვერასდროს გადააბრალებს ოპოზიციას იმას, თუ ევროკომისიის რეკომენდაციები ვერ შესრულდება. ჩვენს ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ვაჩვენოთ, რა არის სწორი. საპარლამენტო მუშაობაში ჩვენს ალტერნატიულ წინადადებებს წარვადგენთ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს რეკომენდაციები შესრულებული და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შესუსტებას და უკანონო ბერკეტების შეზღუდვას, იქნება ეს საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, თუ სხვა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა