"მრავალრიცხვოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს" - კახა გოგოლაშვილი
ქსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე დაგეგმილ აქციებს ეხმაურება:
"არ მესმის ლარსზე აქციის გამართვა რა მიზანს ემსახურება. რა, შემოსულ მიგრანტებს უნდა აუფრიალონ ტრანსპარანტები, აქ ნუ შემოდიხართ, არ გვინდიხართო? თუ აქციაა,მთავრობის სახლის წინ უნდა გაიმართოს თბილისში, რადგან სწორედ მთავრობას უნდა მოთხოვო, რომ იმოქმედოს და არა რიგებში დგომისგან და ფეხით მრავალი კილომეტრის გავლისგან გაწამებულ, უძილო რუს "ტურისტ"-ლტოლვილს, რომელსაც თავისი გაჭირვებია. მეორეც, მრავალრიცხვოვანი აქცია ლარსზე, შეიძლება რაიმე პროვოკაციაშიც გადაიზარდოს. ანუ, უშუალოდ რუს ლტოლვილებთან რაიმე სახის შეხლა-შემოხლით დაგვირგვინდეს. ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს. საჭიროა ქვეყანაში შემოსულთა ნაკადის ლეგალური გზებით შეზღუდვა და არა ფიზიკური დაპირისპირებით ან რაგბის შერკინებით მათი შეჩერება" , - განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ამავე პერიოდში კი ქვეყანა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ დატოვა
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი