"თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, დაიღუპება" - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი
გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა.
“ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან კლინიკა “ვივამედის” შესასვლელში. იმედი გვაქვს, რომ ეს თანხმობა მალე გვექნება. ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მოთმინებით ვიცდით. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას.
ასე რომ ექიმებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მოინახულონ ის, რადგან თუკი არ შეჭამს და შიმშილობას დაიწყებს, ის დაიღუპება”, - აღნიშნა მასიმო დანჯელომ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი