"მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე"
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
გახარია ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებს გმობს და ამბობს, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის სასტიკ სარაკეტო თავდასხმას კიევზე და უკრაინის სხვადასხვა მშვიდობიან ქალაქებზე. ომსაც აქვს სისასტიკის საზღვრები! რუსეთი სჩადის ტერორისტულ აქტებს კლავს რა უდანაშაულო ადამიანებს! უკრაინა იმსახურებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ახლა!“, - წერს გიორგი გახარია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი