"გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო"-ალეკო ელისაშვილი
გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც არ გამორიცხა, მისმა პარტიამ პარლამენტი დატოვოს.
ელისაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და მის სიმჩატეს ხალხი შეაფასებს.
„გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე. ამდენი ხანი რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთუმეობა ხდება და რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა გაეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს. რაღაცით არის დაკავებული და არ ვიცი, რით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა