ამ გვერდის ამობედვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ახალი თავმჯდომარე აირჩეს.

„ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები. თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი გულმხურვალე, მებრძოლი, მისი ერთგული ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

წაკითხვა 332 ჯერ