"პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება"- თაკო ჩარკვიანი
პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.
„სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლისწყალია აღმოჩენილი. ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი - გამოვიდა ინფორმაცია მოწამვლა და "დემორალიზება" უნდათ-თქო. ჰოდა, ნიკა მელიას ისტერიულმა "უანგარო დამცველებმა" გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემს მიერ გაკრიტიკებული, არაფრისმაქნისი და ნიკამელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო. პარტიის დამფუძნებელი, პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე...გააგრძელეთ "ბატონებო და ქალბატონებო" მელიას "გულმხურვალე გულშემატკივრობა"- სირცხვილია სხვა თუ არაფერი! დღეს უმოქმედობა - მკვლელობაში თანამონაწილეობაა!“ - წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილი მოწამლულია. როგორც გელბახიანმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.
სიახლეები
- წიწიბურის კატლეტები
- ისრაელმა ისფაჰანში ირანის ყველზე დიდი ბირთვული კვლევითი ცენტრი დაბომბა
- “გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი” - ბიძინა ივანიშვილი
- ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს ირანზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდოს