"იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს" - გიული ალასანია
გიული ალასანიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს განწყობა სწორია და ექსპერტიზის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსახილველად სწორედ სასამართლოში უნდა შევიდეს.
„რაც მოვისმინე მგონია, რომ იუსტიციის მინისტრს სწორი განწყობა აქვს. ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტები უნდა შევიდეს სასამართლოში და შემდეგ სასამართლომ უნდა განიხილოს, სწორია ეს, მაგის განხილვა იქნება, საჭიროა გადაყვანა თუ არა. ჯერ უნდა შეუწყდეს მას სასჯელის მოხდა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, თუ სასამართლო ასე მიიჩნევს“, - აღნიშნა ალასანიამ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, ოჯახმა სასამართლოს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე უნდა მიმართოს და შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტოს, გადაუვადდეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა, თუ გათავისუფლდეს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი