"არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს" - ლევან იოსელიანი
არ მგონია, კეზერაშვილის ან მერაბიშვილის მხარდაჭერილმა პარტიამ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ამის ამბიცია აქვთ, საჯაროდ უნდა თქვან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარტო ფული არ არის საკმარისი, რომ მხარდაჭერა მოიპოვო, ამას პიროვნული რეპუტაციაც სჭირდება.
„ვინმეს თუ უნდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენა მოიპოვოს, ეს ღიად და საჯაროდ უნდა გააკეთოს. ამ პარტიას კულისებიდან პროცესების მართვა კიდევ უფრო აზიანებს. არ მგონია, კეზერაშვილი ან მერაბიშვილი საზოგადოებაში იმ მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ ამის ამბიცია აქვთ, საჯაროდ უნდა თქვან. როგორც ვაკვირდები, თუ გაქვს რესურსი და ფული, ეს აღძრავს მადას პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ საზოგადოება არის იმდაგვარი, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მარტო ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება პიროვნული რეპუტაციაც. არ მგონია, ამ ადამიანებს ის ელექტორალური რესურსი ჰქონდეთ, რითიც შეუძლიათ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მათ სასარგებლოდ შეიძლება არჩევანის გაკეთება.
მელიას რესურსი არ ვიცი, არ გამიზომავს, მაგრამ მის მიმართ მაინც არ არსებობს ის კითხვის ნიშნები, რაც ცხრა წლის განმავლობაში კონკრეტული ადამიანების უფლებების დარღვევის მიმართულებით იყო. ის ამ დროს საერთოდ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ამ შემთხვევაში, მორალური თვალსაზრისით, მელიას პოზიცია უფრო გამართლებულია, ვიდრე მათი, ვინც სასჯელი მოიხადეს ან სასჯელს ემალებიან დანაშაულების გამო. მათ მიმართ საზოგადოებას ნდობა ვერ ექნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე