"ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ" - მაია ბუწაშვილი მიმდინარე ვირუსულ ინფექციებზე
პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს „ხველის წამალი“, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა „უნდა მოურჩინოს“. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც „მორჩენა“ კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.
„ამჟამად მიმდინარე ვირუსული ინფექციების გამო ძალიან ბევრს აწუხებს ხველა, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება (ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე) და ძალიან შემაწუხებელია. ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს „ხველის წამალი“, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა „უნდა მოურჩინოს". რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს.
„ხველის წამლების“ ნაწილის ამოცანაა, გაათხიეროს ნახველი, რომ ადამიანმა უფრო ადვილად შეძლოს ნახველის ამოღება. ანუ ეს წამლები ხველას „არ შველის“, უბრალოდ აადვილებს ნახველისგან განთავისუფლებას. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს - „წამალს ვსვამ და მაინც ვახველებ“.
ზოგიერთი წამალი უბრალოდ თრგუნავს ხველას, რაც „მორჩენა“ კი არ არის, უბრალოდ ხველის დათრგუნვაა და დროებით, მოჩვენებითი ეფექტი აქვს.
მოკლედ, ალბათ მისაყვედურებთ, რომ აპოკალიფსური სცენარი დავხატე, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტობრივად ასეა. ამიტომ, ხველას უნდა ვაცადოთ, მივიღოთ ისეთი მარტივი საშუალებები, რაც დროებით კომფორტს გვაგრძნობინებს. მაგალითად, საწუწნი აბები ან კანფეტები, ხალხური მედიცინის ფანი არ ვარ, მაგრამ თაფლის მოწუწვნასაც აქვს ასეთი დროებითი, ხველის დამამშვიდებელი ეფექტი. მივიღოთ თბილი სითხე, კარგია თბილი ორთქლი, მაგალითად, შხაპის მიღებისას ხველა მშვიდდება ხოლმე. მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას.
საყურადღებო სიმპტომები, როცა შეიძლება უფრო სერიოზული ჩარევა გახდეს საჭირო, არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, ცხელება 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში ტკივილი. ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულმკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია“, - განმარტავს მაია ბიწაშვილი.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა