ამ გვერდის ამობედვა

"მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან"- ნიკა მელია

მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა.

 

„ადამიანური თვალსაზრისით, სრულიად განსხვავებული ვალდებულება მაქვს, ვიდრე შესაძლებელია ძალიან ბევრ აქ მყოფს ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, არ შეიძლება პროზაულად აქციო პოლიტიკური პატიმრობა ქვეყანაში და ამავე დროს გინდოდეს ევროპული, დასავლური ფასეულობები და ღირებულებები პრევალირებდეს სხვა დანარჩენ ღირებულებებზე. ეს უბრალოდ ოქრიმორინია, ერთმანეთთან არ მოდის თანხვედრაში. მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის რიტორიკა შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და ქართველი ხალხის კონტექსტთან. ბოლო პერიოდში შეიცვალა კონტექსტი მსოფლიოში და შეიცვალა მისი რიტორიკაც. რამდენად დაუბრუნებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებას ნიკა გვარამიას, ამას მომავალი გვაჩვენებს. მოგვწონს - არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნებისმიერი უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანის შეწყალება არა ვალდებულება, არამედ, უფლებაა. მინდა დავიჯერო, რომ ამ უფლებას ის გამოიყენებს და რეალიზებას მოახდენს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არ კერძოდ ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

წაკითხვა 171 ჯერ

სიახლეები