ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.
ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიახლეები
- სახალხო დამცველი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „აგენტების კანონი“ „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს
- "იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს"-შარლ მიშელი
- პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, განიხილა
- კომიტეტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში