"განცხადებები „ვეტინგთან“ დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება" - პრემიერი
განცხადებები "ვეტინგთან" დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „როცა რაღაცას ითხოვენ, არგუმენტები უნდა წარადგინონ“.
„როცა იგივე ადეიშვილი ევროკავშირის კაბინეტებში დადის, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა, ევროკავშირი ჩვენთვის ღირებულებებია. სამწუხაროდ, ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იგივე განცხადებები "ვეტინგთან" დაკავშირებით სწორედ, ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩვენთვის, ამოსავალი წერტილი ევროკავშირია, თუ არგუმენტები იქნება, მოვისმენთ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა გვექნება, მაგრამ როცა ჩვენ არგუმენტები გვაქვს, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, სწორედ ეს არის ევროკავშირის ღირებულებები.
არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როცა რაღაცას ითხოვს“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი