"კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე"
საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე - უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების" სახეა.
„ბექა ოდიშარია არის ის ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს, 2012 წელს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ და დღეს არის „ოცნების“ სახე. ეს არის ის ადამიანი, რომელიც 2012-ში „ოცნების" წინააღმდეგ იბრძოდა და დღეს არის „ოცნების“ სახე. უღირსიც აღარ ჰქვია, ვერ ვპოულობ სიტყვას, რომლითაც შეიძლება აღვწეროთ მისი საქციელი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი