გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.
მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო ამაზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო.
„ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო განხილვა კომიტეტებში და შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი