"უპირველესი, რაც გვითხრეს რეზოლუციით, არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ, თუ ეს კანონი იქნება მიღებული"
ტყუილია, როდესაც „ოცნებისგან“ ვისმენთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. ფანჯარა გახსნილია ახლა, მოსავალიც უნდა ავიღოთ ახლა, აქ და დღეს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ეს კანონი და ევროკავშირი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია“.
„ევროკავშირმა, ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა და ტექნოკრატმა, ვინც აღმასრულებელ სტრუქტურებში საქმიანობს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო ლიდერებმა სრულიად გასაგებად გვითხრეს, რომ ეს კანონი და ევროკავშირი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. ტყუილია, როდესაც „ოცნებისგან“ ვისმენთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. ფანჯარა გახსნილია ახლა, მოსავალიც უნდა ავიღოთ ახლა, აქ და დღეს. სხვა დროს ეს ფანჯარა იქნება დახურული. არ იქნება არც 2026, არც 2027 და არც 2030 და საერთოდ არ იქნება წევრობა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, „უპირველესი, რაც გვითხრეს ამ რეზოლუციით, არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული“.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი