"გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
გულანთებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მივმართავ მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ.
„ვადევნებ თვალყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ეს დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანს. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასოდეს არ იქნება რუსეთი.
მინდა, ამავე დროს მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ. მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი. ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც ერთი მეორეს გვაშორებს ევროპული გზიდან. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, კარებზე არაფერი გადაწყდება, გარდა იმ გაზის გამოშვებისა, რაღაც ძალადობა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ, რადგან ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე მომავალში.
დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, სადაც არ შეიძლება, ძალადობის გამოწვევა. ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი