"ივანიშვილმა ნათლად ჩამოგვიყალიბა გასაბჭოების გეგმა" - გიორგი მარგველაშვილი
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა - ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ ძალადობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ, ეს არის სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, ეს მშვიდობიანი პროტესტი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს.
„ჩემთვის მათი [„ქართული ოცნების“] გადაწყვეტილებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აქ რომ ვიდექი 30 წლის წინ და ჩემთვის არანაირად მნიშვნელოვანი არ იყო, რას შეცვლიდა გუმბარიძე და "კომუნისტური პარტიის" ყრილობა. არანაირად არ მაინტერესებს რას შეცვლიან. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ნათლად ჩამოგვიყალიბა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და ქართული საზოგადოება დგას ამის წინააღმდეგ. არ უნდა ავარევინოთ. ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ძალადობის და მეორე მხრივ, მათთან მოლაპარაკებებშიც არ უნდა შევიდეთ - ეს არის სტრატეგია.
ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლითაც ჩვენ ვაღრმავებთ ამ ხალხის მიუღებლობას საზოგადოების მიერ. ფორმულა დევს - ახლის არაფრის მოფიქრება არაა საჭირო. ეს მშვიდობიანი პროტესტი მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"